Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტი ე.წ. შეჩერების შეთანხმებულ მექანიზმს განიხილავს
Civil.ge
08 December 2016, 14:05

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა კომიტეტი (LIBE) 8 დეკემბერს განიხილავს მესამე ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის ე.წ. შეჩერების სწრაფი მექანიზმის მიღების საკითხს, რაზეც შეთანხმებას ევროპარლამენტმა, ევროკავშირის საბჭომ და ევროკომისიამ წინა დღეს მიაღწიეს და რაც გზას უხსნის საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას.

ევროპარლამენტის მომხსენებელმა აგუსტინ დიაზ დე მერამ აღნიშნა, რომ სწრაფი შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებული ცვლილებები „ხელს შეუწყობს საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ ინიციატივების დაუყონებლივ განხილვას“.

შეჩერების მექანიზმზე მიღწეული შეთანხმება, ევროპარლამენტის პრესრელიზის თანახმად, სავარაუდოდ მომავალ კვირას დადგება ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე, თუ მას LIBE-ს კომიტეტი  დაუჭერს მხარს.

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის საბოლოო გადაწყვეტისთვისაც ევროპარლამენტში კენჭისყრის გამართვაა დარჩენილი, რაც იმის გამო ფერხდებოდა, რომ შეჩერების მექანიზმზე  შეთანხმება ამ დრომდე არ იყო მიღწეული.

ევროპარლამენტარმა კატი პირიმ 7 დეკემბერს თავის twitter-ზე დაწერა: „როგორც იქნა მიღწეულია შეთანხმება შეჩერების მექანიზმზე და მომავალ კვირას შეგვიძლია კენჭი ვუყაროთ უვიზო მიმოსვლას ქართველებისა და უკრაინელებისთვის“.

ევროკომისია და წევრი სახელმწიფოები სავიზო მოთხოვნების უფრო სწრაფად და უფრო მარტივად შემოღებას შეძლებენ იმ ახალი წესების თანახმად, რომელზეც ევროპარლამენტის და საბჭოს მომლაპარაკებლები ოთხშაბათს შეთანხმდნენ.

ახალი შეთანხმებული წესების თანახმად, შეჩერების მექანიზმი, რომელიც 2013 წლიდან მოქმედებს, სწრაფად ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნებიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც უკანონოდ რჩებიან ევროკავშირის ტერიტორიაზე; მნიშვნელოვნად გაიზრდება თავშესაფრის თაობაზე დაუსაბუთებელი განაცხადები; ქვეყანა არ უზრუნველყოფს ევროკავშირში არალეგალურად მყოფი მისი მოქალაქეების დაბრუნებას და ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ მესამე ქვეყნების მოქალაქეები საფრთხეს უქმნიან „სახელმწიფო პოლიტიკას ან შიდა უსაფრთხოებას“.

პროცედურის თანახმად, შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე მოთხოვნის დაყენება შეეძლებათ როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ისე ევროკომისიას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მესამე ქვეყნების მიერ უვიზო რეჟიმის პირობების შესრულების მონიტორინგზე. დარღვევების შემთხვევაში კი ევროკომისიას ერთი თვის ვადაში მოუწევს გადაწყვეტილების მიღება შეაჩეროს თუ არა ცხრა თვის ვადით უვიზო რეჟიმი - შეჩერების პერიოდში ევროკომისია შეეცდება მესამე ქვეყანასთან იმ გარემოებების გადაწყვეტას, რამაც შეჩერება გამოიწვია. ევროკომისიას ასევე უფლება ექნება, რომ მოითხოვოს იმ სიიდან ქვეყნის ამოღება, რომლებიც ევროკავშირში მოკლევადიანი უვიზო რეჟიმით სარგებლობენ. 

highlightSearchTerms('maintext','', 'yellow'); highlightSearchTerms('titletext','', 'yellow'); უახლესი ამბები
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი